პირველი ქართულენოვანი მონადირეთა ვებ-გვერდი


Monadire.Ge

ვებ-გვერდი პირველად შეიქმნა 2004 წელს.
ჩვენი ფორუმი დაარსდა 2008 წლის 23 თებერვალს.
მონადირეთა კლუბმა იურიდიული სტატუსი შეიძინა 2009 წლის 12 ივნისს.


დამფუძნებლები:
  • ჯანსუღ (ჯანო) ბოჭორიშვილი
  • ალექსანდრე (ანრი) ლობჟანიძე
  • ძირითადი მიზნები:
    • მონადირეების გაცნობა და დაახლოება.
    • მონადირული ეთიკის და კულტურის დანერგვა ახალგაზრდა მონადირეებში.
    • მონადირული გამოცდილების გაზიარება.
    • ფლორის და ფაუნის უკეთ შესწავლა და დაცვა.
    • ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლა.
    • ერთობლივი გასვლების მოწყობა სანადიროდ და სათევზაოდ.
    • ნადირობის და თევზაობის, აგრეთვე ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრების პოპულარიზაცია.

    ჩვენი კლუბის წევრები ცხოვრობენ, მოგზაურობენ, მოღვაწეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. მათი მდიდარი და საინტერესო გამოცდილება განსაკუთრებულს ხდის ჩვენს კლუბს



    მონადირის 15 მცნება


    1. მონადირე ბუნების მეგობარია, მოუფრთხილდი შენი სამშობლოს ბუნებას და მის შვილებს.

    2. ნუ მოკლავ გაზაფხულზე დედალს, ის შემოდგომაზე მთელ ბუდობას გაზრდის.

    3. არასოდეს არ მოკლა გასართობად და უმიზეზოდ ნადირ-ფრინველი!!! ყველა მათგანი ბუნების განუმეორებელი შვილია.

    4. ებრძოლე ბრაკონიერს!!! ის არა მარტო ბუნების, არამედ სამშობლოს მტერიცაა.

    5. ნურასოდეს მოიპოვებ იმაზე მეტ ნადავლს, რაც საკმარისია შენთვის და რაც კანონით არის დადგენილი.

    6. არასოდეს უგინო მონადირეს თოფი და ძაღლი!

    7. გახსოვდეს თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოებყარი როგორც დატენილს.

    8. ნებისმიერ შენობაში შესვლისას, ტყვიები ამოალაგე და თოფი გადახსენი.

    9. არასოდეს არ იარო სანადიროდ ნასვამმა, თავსაც ხიფათს შეამთხვევ და სხვასაც.

    10. არასოდეს არ ესროლო სხვისი ძაღლის მიერ აფრენილ ფრინველს პატრონის ნებართვის გარეშე.

    11. საფარიდან ნადირობისას, არავითარ შემთხვევაში არ ისროლო ხმაურზე! სანამ არ დაინახავ რას ესვრი.

    12. არ დატოვო საფარი, მანამ სანამ თავკაცი ნიშანს არ მოგცემს.

    13. ერთობლივი ნადირობას ხელმძღვანელობს ნადირობის თავკაცი, გამოცდილი და ადგილმდებარეობის მცოდნე მონადირე, დაემორჩილე მას.

    14. არასოდეს წახვიდე ნადირის მოსაპოვებლად რისკზე, მითუმეტეს თუ ეს ზიანს მოგიტანს შენც და სხვასაც.

    15. ასწავლე ბუნების სიყვარული და ნადირობის დაწერილი თუ დაუწერელი კანონები ახალგაზრდა თაობას.

    » წაიკითხეთ მეტი ჩვენს ფორუმზე

    კლუბის გასვლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში

     

    "მონადირის გზამკვლევი"

    21 ივნისიდან გაყიდვაში გამოვიდა წიგნი "მონადირის გზამკვლევი". წინამდებარე გზამვლევი საქართველოს მონადირეთა კლუბ Monaidire.Ge -ს პირველი მოკრძალებული მცდელობაა იმ სიცარელის შესავსებად, რაც ქართულენოვან სანადირო ლიტერატურაში არსებობს. გზამკვლევის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს ამ კლუბის წევრებმა, რომელთაც ნადირობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. წიგნის მოსამზადებლად გამოყენებული იქნა ქართული და უცხოური ლიტერატურა.

    » წაიკითხეთ მეტი "მონადირის გზამკვლევის" ვებ გვერდზე

    დაგვიკავშირდით

    გაიგეთ ჩვენი კლუბის შესახებ უფრო მეტი, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტით ან დარეგისტრირდით ჩვენს ფორუმზე.

    ჩვენს ინტერესშია საინტერესო გამოცდილების მქონე მონადირეების მოძიება.

    პატივისცემით,
    www.monadire.ge ადმინისტრაცია