მეგობრებო,
ჩემო ძმებო და გამოცდილო მონადირეებო, უკვე საკმაო ხანია სხვადასხვა თემებზე აქტიურად მიდის საუბარი, განხილვა, რჩევები ძალიან მახარებს ის ფაქტი რომ აქ ამ ფორუმზე, ამდენი ნამდვილი მონადირე და ვაჟკაცი ხალხი შეიკრიბა.
გამიჩნდა იდეა დავამუშავოთ სხვადასხვა თემები, ჩვენი გამოცდილებისდამიხედვით რათა კიდევ უფრო გავიღრმავოთ პროფესიონალიზმი, გავუზიაროთ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და თითოეულმა ჩვენგანმა თავისი წვლილი შეიტანოს ჩვენი საიტის, ფორუმის და კლუბის განვითარების საკითხში.
სიახლე ჩვენს ფორუმზე! ვატარებთ Online კონფერენციას, მე აქ ჩამოვთვლი იმ ძირითად თემებს რომლებიც თქვენ უნდა აიღოთ და დაამუშაოთ, შემდეგ მოგვაწოდოთ მე და ადმინს რათა განვათავსოთ საიტზე და ფორუმზე. თუ თქვენ გაგიჩნდებათ იდეა თემის დამატებასთან დაკავშირებით არც ეს არ არის პრობლემა, შეგიძლიათ თავისუფლად დაამატოთ და ერთად დავამუშავოთ.
თემების ჩამონათვალი:
ნადირობაზე:
1) ხრახლულიანი სანადირო იარაღები.
2) გლუვლულიანი სანადირო იარაღები.
3) იარაღის კონსტრუქტორები.
4) თოფის მოვლა
5) ფრინველები
6) ცხოველები
7) ფრინველთა მიგრაცია, მიგრაციის მიზეზები.
8) მონადირე ძაღლები (ზოგადი მიმოხილვა, დახასიათება ჯიშების მიხედვით)
9) ძაღლის გაწვრთნა დაგეშვა.
10) ფიტულების დამზადება (ცხოველისგან, ფრინველისგან)
11) ექსტრემალურ პირობებში გადარჩენა, პირველადი სამედიცინო დახმარება, სავარაუდო შემთხვევები (მოტეხილობა, მოყინვა, გველის კბენა და ა.შ)
12) ნადირობა დამჭერი ფრინველებით (ბაზიერობა)
13) სამონადირეო კანონმდებლობა
14) სანადირო ნადირ ფრინველის დაავადებები.
15) ძაღლის დაავადებები, სხვადასხვა მავნებლები და მასთან ბრძოლის საშუალებები.
თევზაობაზე:
1) საქართვეოს ტბები (აღწერა, მასში გავრცელებული თევზის ჯიშების ზოგადი მიმოხილვა და თევზაობის საშუალებები.)
2) საქართველოს მდინარეები. (აღწერა, მასში გავრცელებული თევზის ჯიშების ზოგადი მიმოხილვა და თევზაობის საშუალებები.)
3) თევზები (დახასიათება, არეალი, ზოგადი მიმოხილვა)
4) შავი ზღვა.
5) თევზაობის საშუალებები (რა უნდა იცოდეს დამწყებმა მეთევზემ)
6) თევზის დაავადებები.
7) თევზის სატყუარები მათი დამზადების წესები და საშუალებები
ეს იქნება ჩვენი პირველი კონფერენცია, ვნახოთ რა შედეგები გვექნება, ჩემი აზრით მსგავსი კონფერეცნიები ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს.
თემის ტექსტი აუცილებლად აკრებილი უნდა იყოს sylfine ში.
ამ თემაში დაწერეთ ვინ რა თემას დაამუშავებს, ბოლოს რა თემაც დარჩება იმას ავიღებ ჩემთვის..
თემის დამუშავების შემდგეგ აუცილებლად უნდა გამოგვიგზავნოთ თემა მე და ადმინს.
გამარჯვებულ თემებს დავაჯილდოებთ
სასურველია თემები დავასურათოთ.. ტექსტი აკრიბეთ ვორდის დოკუმენტში, დანარჩენს ჩვენ მივხედავთ

დახმარება





















