ინფექციური,ინვაზიური და დერმატიტული დაავადებები
ამ თემაში დაიწერება ძაღლის დაავადებები და მათი პროფილაქტიკა!მკურნალობაზე კითხვები დავსვათ შესაბამის თემაში ანუ ვეტერინარის კონსულტაციაში!
მამუკას თხოვნა იყო და მგონი გამომივა!კომენტარები დაპოსტეთ.
ჭირი
ჭირი
(pestis canum,ferbis catarrhalis infectiosa canum) მეტად კონტაგიოზური ინფექციური აცადმყოფობაა,რომელიც ხასიათდება ციებ ცხელებით,ლორწოვანიგარსების კატარური ანთებით,პნევმონიით,კანის ეგზანთემით,ნერვული სისტემის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნციის მოშლით.
ძაღლის ჭირის ვირუსული ბუნება პირველად დაამტკიცა ფრანგმა მკვლევარმა ჯარემ 1905 წელს.შემდეგ ძაღლის ჭირის ვირუსული ეტიოლოგია დაადასტურა ეიგენმა 1912 წელს.ამჟამად ჭირი გავრცელებულია მსოვლიოს ყველა ქვეყანაში.
ეკონომიკური ზარალი
ამ ავადმყოფობის დროს მეტად მაღალია.ლეტალობა(სიკვდილიანობა)შეადგენს დაახლოებით 50%,ხოლო ნერვული ფორმის დროს 85%-მფე და მეტს!
ავადმყოფობის აღმძვრელი.
აღმძვრელის ზომა 115-160 ნმ.მიეკუთვნება morbillivirus გვარს,paramyxoviridae ოჯახს!ჭირის ვირუსს აქვს ანტიგენური და იმუნობიოლოგიური ნატესაობაადამიანის წიტელას ვირუსთან;
ეპიზოოტოლოგიური მონაცემები.
ხორცის მჭამელთა ჭირის ვირუსისადმი ამთვისებელია ძაღლი, მელა, ყარსაღი, წაულა, ენოტი, თეთრი აფრიკული და წაბლისფერი ქრცვინი, სიასამური, კვერნა, დათვი, სინდიოფალა, ყარყუმი, მაჩვი, ტურა, აფთარი, მგელი, ბოცვერი, კატა.ძაღლის ამთვისებლობა ჭირისადმი დამოკიდებულია ჯიშზეც:უფრო მდგრადია ეზოს ძაღლები ანუ მეტისები,ასევე ფოქსტერიერი და იაგტერიერი ნაკლებ მდგრადია კუტურული ჯიშის ძაღლები - გერმანული ნაგაზი, მეძებარი, დეკორატიული ძაღლი და სხვა.
ჭირით ყველა ასაკის ცხოველი ავადდება, მაგრამ უფრო ამთვისებელია 2-6 თვის ასაკში.კოლოსტრალური იმუნიტეტი შენარჩუნდება ლეკვში 2 კვირა,დედიდან მოცილების შემდეგ!ანუ ლეკვი დედიდან მოცილების შემდეგ 2 კვირა არ დაავადდება იმიტომ რომ მუცლიდან აქვს იმუნიტეტი დაყოლილი.თუ ამ ვადის გასვლამდე არ ავცრით ის შეიძლება დაავადდეს!ჭირის ვირუსი ყველაზე მეტად აქტიურია გაზაფხულსა და შემოდგომაზე!ასე რომ ვისაც ასაცრელი გყავთ ძაღლები აცელით აუცილებლად!
კლინიკურად ჭირი
ვლინდება ძალიან მრავალ ფეროვნად, არჩევენ:ფილტვის, ნაწლავის, კანის, ნერვულ და შერეულ ფორმებს! ჭილი შეიძლება მიმდინარეობდეს ელვისებირად, მწვავედ, ქვემყვავედ, ქრონიკულად, აბორტულად, ტიპიუტად და ატიპიურად.
ელვისებურად მიმდინარეიბის დროს ძაღლი უეცრად კვდება კლინიკური ნიშნების გამოვლინების გარეშე.დასაწყისში ტემპერატურა მკვეთრად მაღლდება ,მადა ცხოველი ვარდება კომატოზურ მდგომარეობაში, ეცემა და კვდება!
მწვავე მიმდინარეობის დროს ავადმყოფობა გრძელდება 2-4 კვირა, ციებ ცხელებით,
ავადმყოფობის დასაწყისში ცხოველი უჩვეულოდ იქცევა, ნაკლებად აქტიურია, კანკალებს, დროდადრო ხტუნაობს,. ხშირია სასუნთქი გზების კატარი!ძაღლი იქავებს ცხვირის სარკეს. ნესტოებიდან დასაწყისში გამოდის სეროზული ან ლორწოვანი ,ხოლო მერე კი ჩირქოვანინ ექსუდატი!აღენიშნება ხველება რომელიც დასაწყისში მშრალია ხოლო მოგვიანებით გაგრძელებული და სველი, რაც განაპირობებს კრუნჩხით შეტევებს!შემდგომში ვიტარდება პნევმონია, პლევრიტი, კონიუქტივიტი, კერატიტი რქოვანას წყლულოვანი დაშლით, ადგილი აქვს ფერადი გარსის ანთებას თვალის წინა კამერაში ჩირქის დაგროვებით.საჭმლის მომნელებელი აპარატის დაზიანებისას მადა გაუარესებულია,არინიშნება ფარინგიტი, კუჭ-ნაწლავის მწვავე კარატი.ხშირია პირღებინება რა დროსაც გამოიყოფა ყვითელი ფერის ლორწოვანი მასა. ადლილი აქვს ფაღარათს, ფეკალი თხელია შეიცავს ლორწოს და იშვიათად სისხლს!
კანის ფორმის დროს ხშირია გამონაყარი,ვითარდება ჭვრილი წითელი ლაქები ბარძაყის შიდა ზედაპირზე, ყურის ნიჟარის, მუცლის კედლის, პირის ახლოს და ნესტოების გარშემო!ლაქების ადგილზე წარმოიქმნება პატარა ბუშტუკები ჩირქოვანი შიგთავსით!
ნერვული ფორმის დროს აღინიშნება ხანმოკლე აღგზნებადობა, საღეჭი ან თავის და კუდურების კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვა, ზოგჯერ უკანა კიდურების პარეზი და დამბლა, ეპილეფსიური მოვლენები და უხვი ნერწყვდენა!ეპილეფსიური ნიშნების გამოვლენისას პროგნოზი არაკეთილსაიმედოა!ავადმყოფობა როგორც წესი სიკვდილით მთავრდება!
იმუნიტეტი.
ცხოველი ჭირის მოხდის შემდეგ იძენს მყარ იმუნიტეტს!ვაქცინირებულ ცხოველებში იმუნიტეტი წარმოქმნება 10-21 დღის შემდეგ და ნარჩუნდება არა უმეტეს ერთი წლისა!ანუ ვაქცინის შეყვანიდან 10-21 დღის შემდეგ ჩამოყალიბდება იმუნიტეტი!სწორედ ამიტომ მე პირადად 11 თვეში ერთხელ ვაკეთებ რევაქცინაციას!და თქვენც ამას გირჩევთ
იმუნიტეტი გამომუშავდება ვაქცინაციის შედეგად!არსებობს სხვადასხვა სახეობა:დურამონი, ვანგარდი, კანვაკი,ბიოკანი, მულტიკანი და სხვა.ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ვაქცინით ლეკვები იცრებიან 1.5 თვის ანუ 6 კვირის ასაკიდან, 2-2 კვირის ინტერვალით,როგორც ვაქცინას უწერია კეთდება სამჯერადად მაგრამ მე უკეთებ 4-ჯერ იმიტომ რომ სანამ ვაქცინა საქართველომდე ჩამოვა არ ვიცით სად ეყარა რა პირობებში იყო და ასე შემდეგ!თქვენც ასე გირჩევთ

ჩირქოვანი გამოანდენი ცხვირიდან, ასეთივე აქვს თვალებიდან


ჭირის კანის ფორმა!გამოხატულია თათების ბალიშებზე

ჭირის დროს ძაღლის საერთო მდგომარეობის სურათი


ჭირის ნერვული ფორმის დროს კრუნჩხვის შემდგომი მდგომარეობა!

დახმარება

































